სამუშაო შეხვედრა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან

26 ივნისი, 2020

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა- მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  განიხილეს წყალმომარაგების მიმრთულებით განსახორციელებელი სამომავლო ღონისძიებები.

  იმსჯელეს დაბა სტეფანწმინდასა და გერგეტის უბანში სასმელი წყლის მომარაგების პრობლემის გადაჭრის გზებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე