სამუშაო შეხვედრა

26 აგვისტო, 2019

   დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

  სამუშაო შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განიხილეს მიმდინარე პროექტები და ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საპროექტო სამუშაოების მსვლელობაზე, სოფლებში არსებულ პრობლემებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე, სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე