საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი" ყაზბეგში

12 April, 2019

  დღეს, 12 აპრილს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ღონისძიება გაიმართა.
    სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონს" დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

  შესარჩევ ტურში მუნიციპალიტეტის 6 სკოლის 63 გამორჩეული მოსწავლე მონაწილეობდა.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელწიფო-რწმუნებული - შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, ყაზბეგის რესურსცენტრის უფროსი - ქეთევან ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

 ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ყაზბეგის ეტალონ მოსწავლეს“ ოლიკო გუჯარაიძეს სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა, ხოლო სიონის საჯარო სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

   2019 წლის „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეს ანი სეთურიძეს და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

   პირველ და მეორე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა თანაბარი რაოდენობის (74) ქულა მიიღეს, თუმცა აღნიშნული ქულის დაგროვება ანი სეთურიძემ (130,58 წმ), დავით ოდიშვილზე (156.16 წმ) ნაკლებ დროში მოახერხა.

  პირველი სამეული : 

  •  გუდაურის საჯარო სკოლა - ანი სეთურიძე - მე-9 კლასი;
  •  სტეფანწმინდის წმ.ილია მართლის გიმნაზია - დავით ოდიშვილი მე-11 კლასი;
  •  გუდაურის საჯარო სკოლა ლუკა ჯაღმაიძე მე-11 კლასი.

  პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს „ეტალონისა“ და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცათ. 
  პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმაც გადასცა საჩუქრები.

  „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე