საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაბა სტეფანწმინდაში სამუშაო შეხვედრა გამართა

25 ივნისი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასტუმრო „Rooms Hotels Kazbegi“-ში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

  შეხვედრის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

  შეხვედრას, საქართველოს ვიცე-პრემიერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა- მთიანეთისა გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით მჭედლიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - დავით ქირკიაშვილი და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს შემდეგი მიმართულებებით: 
დაგეგმარება, ტექნიკური დავალების მომზადება; შესყიდვები; სამართლებრივი ტექნიკა; მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; პროექტების დაგეგმვის პრინციპები; განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება; ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება; ხარისხის კონტროლი; მონიტორინგი და აღსრულება. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო ყველა კითხხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.

  შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

  ღონისძიება, „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე