რ/კ "ყაზბეგმა" საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის პირველი წრე წარმატებით დაასრულა

1 ნოემბერი, 2018

   საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის  პირველი წრე დასრულდა. ტურნირის დებიუტანტი რაგბის კლუბი „ყაზბეგი“ ხუთიდან ხუთი გამარჯვებით ლიდერობს ლიგას. მთავარ ფავორიტ და უახლოეს მდევარ „თელავს“ შვიდი ქულით უსწრებს, ხოლო „დევებს“ რვა ქულით.

    რ/კ „ყაზბეგმა“ ხუთი შეხვედრიდან, ოთხში პრემიალური ქულა აიღო და ჯამში 24 სატურნირო ქულა მოაგროვა. სულ დააგროვა 206 სათამაშო ქულა, საპასუხოდ მიიღო 42 (სხვაობა +164).

სულ გატანილია : 32 ლელო, 20 გარდასახვა და 2 ჯარიმა.

მიღებული გვაქვს: 5 ლელო, 4 გარდასახვა და 3 ჯარიმა.

 აღსანიშნავია, რომ რ/კ „ყაზბეგი“ მეორე ტაიმებს გაცილებით უკეთესად ატარებს ვიდრე პირველს, რაც მწვრთნელის დამსახურებაზე და კარგ ფიზიკურ მომზადებაზე მეტყველებს. პირველ ტაიმში ოთხჯერ მოვიგეთ და ერთხელ დავმარცხდით, საერთო ანგარიში: 90-32 (+58). მეორე ტაიმში ხუთი გამარჯვება გვაქვს, ანგარიში: 116-10 (+106).

 ლელოები სულ (32):

4 - საბა ეფრემიძე, დავით ალიბეგაშვილი.

3 - როსტომ როსტომაული, ონისე ბაზალი.

2 - გუგუა ხულელიძე, გიგა ჩაბაკაური, კობა სილაგაძე, ზურა კორკელია.

1 - ისმაილ მარსაგიშვილი, გელა ჩქარეული, თორნიკე მოსკოვჩენკო, სოსო კობიაშვილი, ზაზა კობიაშვილი, ლაშა მაღლაფერიძე, გუგუა ყამარაული, ვაჟა მაისურაძე, ქართლოს კობაიძე, ნიკა ნაჭყებია.

 გარდასახვები სულ (20):

7 - გიგა ჩაბაკაური.

6 - ონისე ბაზალი.

5 - გუგუა ხულელიძე.

2 - დავით ალიბეგაშვილი.

ჯარიმები (2):

2 - ლადო ქიზიყურაშვილი.

 რ/კ "ყაზბეგის" ყველა მატჩი:

"ყაზბეგი" - "დევები" 26-7 (7-0)

ლელო (4): გუგუა ხულელიძე, ისმაილ მარსაგიშვილი, გიგა ჩაბაკაური, გელა ჩქარეული.

გარდასახვა (3): გიგა ჩაბაკაური - 3.

 

ყაზბეგი" - "თელავი" 16-9 (11-6)

ლელო (2): როსტომ როსტომაული, თორნიკე მოსკოვჩენკო.

ჯარიმა (2): ლადო ქიზიყურაშვილი - 2.

"ყაზბეგი" - "წიქარა" 45-7 (26-7)

 ლელო (7): გუგუა ხულელიძე, საბა ეფრემიძე (3 ლელო), სოსო კობიაშვილი , ზაზა კობიაშვილი, დათო ალიბეგაშვილი.

გარდასახვა (5): გუგუა ხულელიძე (5).

"ყაზბეგი" - "იბერია სპორტუნი" 41-14 (10-14)

ლელოები (7): გიგა ჩაბაკაური, როსტომ როსტომაული, დავით ალიბეგაშვილი(2), ლაშა მაღლაფერიძე, კობა სილაგაძე, ზურა კორკელია.

გარდასახვა (3): გიგა ჩაბაკაური (2), დავით ალიბეგაშვილი.

"სტუ" - "ყაზბეგი" 5-78 (5-36)

ლელოები (12): კობა სილაგაძე, გუგუა ყამარაული, ონისე ბაზალი (3), საბა ეფრემიძე, დავით ალიბეგაშვილი, როსტომ როსტომაული, ზურა კორკელია, ვაჟა მაისურაძე, ქართლოს კობაიძე, ნიკა ნაჭყებია.

გარდასახვა (9): გიგა ჩაბაკაური (2), დავით ალიბეგაშვილი, ონისე ბაზალი (6).

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე