ყაზბეგში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

7 მარტი, 2020

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


   სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, ბიბლიოთეკები, რესურსცენტრის შენობა, კულტურის სახლი, სპორტ-დარბაზი, რიტუალების სახლები, მერიის ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორიები, სხვადასხვა დაწესებულებები და ადგილობრივი ტრანსპორტი მუშავდება.


   მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს უწევს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი ხელმძღვანელობს.
კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისათვის მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი – www.stopcov.ge შექმნა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციას, რეკომენდაციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

გააზიარე