ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება

10 იანვარი, 2019

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) შემადგენელი ნაწილია

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:

  • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება
  • სარწყავი სისტემები
  • სანიაღვრე არხები
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები
  • გზები
  • ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები
  • გარე განათება
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
  • ამბულატორიის შენობები
  • კულტურის ობიექტები
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
  • სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
  • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
  • სასაფლაოს შემოღობვა
  • თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები
  • მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

 

    დაფინანსების თანხა განაწილდება დასახლების ზომის მიხედვით - 5,000-10,000 ლარამდე

  • დასახლებას რომელშიც ცხოვრობს 200 ადამიანი, გამოეყოფა 5,000 ლარი ▫დასახლება სრომელშიც ცხოვრობს 200-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 400 ადამიანი გამოეყოფა - 6,000 ლარი
  • დასახლებას რომელშიც ცხოვრობს 400-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ადამიანი გამოეყოფა - 8,000 ლარი
  • დასახლებას, რომლის მოსახლეობა აღემატება 1000 ადამიანს გამოეყოფა 10,000 ლარი

   პროექტის შესარჩევად საჭიროა: ▫სოფელში, რომელშიც არაუმეტეს 500 რეგისტრირებული ამომრჩეველია სოფლის საერთო კრების გადაწყვეტილება

  • სოფელში, რომელშიც 500-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ამომრჩეველია - ამომრჩევლებთან კონსულტაცია, არანაკლებ 100 ამომრჩევლის მონაწილეობით
  • სოფელში, რომელშიც 1000-ზე მეტი ამომრჩეველია - ამომრჩევლებლთან კონსულტაცია, არანაკლებ 200 ამომრჩევლის მონაწილეობით

   შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან სხვა კანონით ნებადართული სხვა სახსრებით), მაგრამ თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ პროექტისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხის 100 პროცენტს

   პროექტების შერჩევა უნდა მოხდეს ყველა დასახლებაში 2019 წლის 1 მარტამდე

   იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის 1 აპრილამდე ვერ მოხერხდა რომელიმე დასახლების მიერ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, ამ დასახლებისათვის გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელია პროექტების ფონდში (რეგფონდში) და შემდეგ ხმარდება ისევ მუნიციპალიტეტების საჭიროებებს

  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

   „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურა გაწერილია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის #654-ე დადგენილებაში

#ძლიერითვითმმართველობა

#სოფლისმხარდაჭერა

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე