ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართება

23 April, 2019

  მიმდინარე წლის 23 აპრილს, შ.პ.ს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონორთა აქციას გამართავს.

  სისხლის კომპონენტების გადასხმა საჭირო ხდება ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულზე ოპერაციების, გართულებული მშობიარობის, სიმსივნეების, ლეიკემიის და სხვათა დროს.

  სისხლი შეიძლება ადამიანის განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა აღმოჩნდეს, რომლის გარანტიც თქვენ უანგარო დონორი ხართ!

   ყველა დონორს, დაბეჭდილი კონვერტებით გადაეცემა ჩატარებული გამოკვლევების შედეგები: სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჰემოგლობინის შემცველობა, სკრინინგის შედეგები აივ ინფექციაზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.

   „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი!“

#აჩუქეთსიცოცხლე!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე