ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყინულზე ცოცვაში შეჯიბრი გაიმართა

9 მარტი, 2019

  გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს მცოცავთა კლუბისა და ყაზბეგის მთამსვლელთა ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრი ყინულზე ცოცვაში ( დისციპლინა-სწრაფი ცოცვა).

  ყინულზე ცოცვის შეჯიბრის გამარჯვებული მონაწილეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა დააჯილდოვა, ტურნირს ასევე ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე- თამაზ ალიბეგაშვილი.

  შეჯიბრზე საპრიზო ადგილები გადანაწილდა მონაწილეებს შორის, ვინც საუკეთესო დრო დააფიქსირა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ვაჟებში ისე გოგონებში.. მათ 30 მეტრიანი დისტანცია უნდა დაეძლიათ და ამისთვის, საკონტროლო დრო, ყველასთვის 4 წუთი იყო.

  ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მონაწილეობა ნებისმიერ სრუწლოვან მსურველს შეეძლო განურჩევლად სპორტული გამოცდილებისა.

  გველეთის შეჯიბრის სტარტზე 53 მსურველი დარეგისტრირდა. მათ შორის, 33 ბიჭი და 20 გოგონა. მონაწილეთა შორის იყვნენ ექსტრემალები რუსეთიდან, ინგლისიდან, უკრაინადან და აშშ-დან (ჯამში 8 უცხო ქვეყნის მოქალაქე). ამრიგად, შეჯიბრმა საერთაშორისო ხასიათიც მიიღო.

ვაჟთა შორის საპრიზო სამეული ასე გადანაწილდა:

  • 1 ადგილი - გრეგორი კორეტკოვი - 0:43.47
  • 2 ადგილი - გიგა ჯანხოთელი - 0:47.06
  • 3 ადგილი - გურამ ხუციშვილი - 0:53.72

ქალთა შორის სამეული:

  •  1 ადგილი - სალომე მეშველიანი - 2:41.00
  •  2 ადგილი - მეგან ლიი - 2:51.13
  • 3 ადგილი - ელენე ჯანიაშვილი - 3:07.66

 გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვის შეჯიბრის სპონსორები : ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, მთის კურორტების განვითარების კომპაი, კომპანია "S.K.Lucky", კომპანია "Geopl.eu", მაღაზია "მოგზაური", "ბეთლემი ჰათი", "ჯეო ლენდი", ყინულზე ცოცვის ფედერაცია, საადვოკატო კომპანია კორძახია ჟღენტი, სასტუმროს "Rooms Kazbegi", ინსტა.

  შეჯიბრის ორგანიზატორები: საქართველოს მცოცავთა კლუბი, ყაზბეგის მთამსვლელთა ახალგაზრდული ცენტრი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.

 

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე