ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების   განახლებული პროგრამა

14 მარტი, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში და  სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.

სოციალური პროგრამების დასახელება:

  1.  ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული    და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
  2. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდე), პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება(ბავშვების დაბადებისათვის);
  4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
  5. შშმ პირების დახმარება.
  6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უხუცესების დახმარება,რომელთაც შეუსრულდათ 85 და  მეტი წელი;
  7. ცელიაკიით დაავადებული ბავშვების დახმარება;
  8. უდედმამო ბავშვების დახმარება(18 წლამდე)
  9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი,  ოთხი და მეტ შვილიანი  ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსება                                                     
  10. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება
  11. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
გააზიარე