ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

25 May, 2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ტურისტულად მნიშვნელოვან ზონებში, კერძოდ, ცენტრალურ და მეორე ხარისხოვან გზებზე, მთავარ მოედნებზე და სკვერებთან, წლების განმავლობაში თვითნებურად ხდება უნებართვო, ან ხშირ შემთხვევაში უსახური ნაგებობების, საოფისე ჯიხურების, სასურსათო და სხვადასხვა ფუნქციის მქონე მსუბუქი კონსტრუქციების განთავსება, რომელიც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მიესალმება მოსახლეობის მხრიდან ნეისმიერ ბიზნეს წამოწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, თუმცა მოგმართავთ თხოვნით, რომ მოერიდოთ მერიასთან შეუთანხმებლად რაიმე სახის მშენებლობას, ვინაიდან კანონის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას და შემდგომში დემონტაჟს.

მერიამ ასევე დაიწყო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, კერძოდ ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და სახიფათო ნარჩენებზე კონტროლის გამკაცრება, რაზეც მოსახლეობას, სასტუმროებს და კვების ობიექტების მეპატრონეებს მოგმართავთ თხოვნით, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა დაუშვებელია ურნებში სამშენებლო და სახიფათო ნარჩენების (სამედიცინო, მეცხოველეობის პროდუქტების, მკვდარი ცხოველების) მოთავსება.

ერთად ვიზრუნოთ ყაზბეგის იერსახეზე და სისუფთავეზე!

მადლობა თანადგომისთვის!
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია

გააზიარე