ყაზბეგის მერიის სოციალური პროგრამის 2021 წლის 6 თვის ანგარიში

7 ივლისი, 2021

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით 2021 წლის 6 თვეში 552-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რომელთა დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 243 285 ლარი გაიცა.

აღნიშნული პერიოდის მონაცემებით, როგორც ბენეფიციართა, ასევე დაფინანსების გაცემის რაოდენობა საგრძნობლად აჭარბებს წინა წლების პირველი 6 თვის მონაცემებს.

ყაზბეგის მერიის სოციალური პროგრამა თხუთმეტამდე ქვეპროგრამისგან შედგება, რომლის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.

ქვეპროგრამების 2021 წლის 6 თვის ანგარიში:

  • სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლა ეკონომიკურად შეჭირვებულმა 95 ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 96 980 ლარი.
  • სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლა 317-მა ბენეფიციარმა, გაიხარჯა 78 550 ლარი.
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსების პროგრამით ისარგებლა 15 ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 14 415 ლარს.
  • ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით ისარგებლა 43-მა ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 15 700 ლარს.
  • მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით ისარგებლა 32-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 19 050 ლარი.
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარების პროგრამით ისარგებლა 9 ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 1 800 ლარს.
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების (რომლებსაც შეუსრულდათ 85 წელი და მეტი) დახმარების პროგრამით ისარგებლა 35-მა ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 8 750 ლარს.
  • ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამით ისარგებლა 2-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 2 040 ლარი.
  • ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარების პროგრამით ისარგებლა 5-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 6 000 ლარი.

 

შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე