ყაზბეგის მერი მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო

2 May, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა -ალექსანდრე ზაგაშვილმა, მოადგილეებთან და  კონტრაქტორი მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად,  მუნიციპალიტეტში 2018-2019 წ.წ გარდამავალი და 2019 წელს დაგეგმილი ახალი საპროექტო ობიექტები დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.

  კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ყაზბეგის მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, იმსჯელეს შესაძლო გამოწვევებზე, მშენებლობის დროს გამოვლენილ დეფექტებსა და მათი დაუყოვნებლივ  მოგვარების  გზებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე