ყანობის საბავშვო ბაღში პირველი გამოსაშვები ზეიმი გაიმართა

24 ივნისი, 2019

  ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღში სკოლამდელების პირველი გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.

   აღსაზრდელების სკოლაში გაცილების ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი- ქეთევან გელაშვილი, აღსაზრდელების მშობლები და მასწავლებლები.

   დავით ქირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბაღის დირექსიაცას მიწვევის, საინტერესო და კარგად ორგანიზებული ღონისძიებისათვის.

  ყანობის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელი დაწესებულება სკოლისაკენ 2 ბავშვს აცილებს.

   როგორც მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღმა მიმდინარე წლის თებერვალში, 14 აღსაზრდელით, დაიწყო ფუნქციონირება, სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დასრულდა, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

  წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს ცხოვრების ახალ ეტაპზე !

გააზიარე