პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

15 იანვარი, 2019

მოსახლეობის საყურადღებოდ!

მიმდინარე  წლის 18 იანვარს 11:00 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაგეგმილია  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 132-კმ135 მონაკვეთზე გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოების და მის მიმდებარედ მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები“-ს პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ და დაესწროთ შხვედრას!

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს“ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე