პროექტი "თრუსოს ტურისტული ბილიკის მარკირება"

22 ივლისი, 2017

 

 

 

 

 

 

 

2017 წლის ივლისში ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციამ დაიწყო თრუსოს ტურისტული ბილიკის მარკირების პროექტის განხორციელება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბილიკის მარკირება სოფ. კობიდან ზაქაგორამდე. ბილიკზე მოეწყობა საინფორმაციო დაფები, ნიშნულები, მცირე ხიდები და ა.შ.

პროექტის პარტნიორები არიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია ლომეკი, პოლონური ორგანიზაცია ვირიბუს უნიტისი.

პროექტს აფინანსებს პოლონეთის საელჩო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „პოლონური დახმარება - Polish AID“ პროგრამის ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე