პედაგოგების გაცილება სტეფანწმინიდის N1 საჯარო სკოლაში

24 ოქტომბერი, 2019

 დაბა სტეფანწმინიდის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების საღამო გაიმართა.

  ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - დავით ქირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გრიგოლ სეთურიძე, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი - ქეთევან ალიბეგაშვილი, სკოლის დირექტორი - ნინო ქუშაშვილი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

  დაბა სტეფანწმინდის საჯარო სკოლას საპენსიო ასაკის 8 მასწავლებელი ტოვებს, ქალბატონები - მანანა ქირიკაშვილი, მანანა შაბურიშვილი, მერი ფიცხელაური, ნაზი სუჯაშვილი, ეთერ დავითაშვილი, ლილი გომიაშვილი, თინა მხეიძე და ბატონი - გივი ჩოფიკაშვილი. ღონისძიებაზე ასევე მიწვეული იყო ღვაწლმოსილი პედაგოგი ლია კონონოვა.

  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მასწავლებლებს საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.

  პედაგოგების საპატივსაცემოდ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომერი შესრულდა.

  განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს.

გააზიარე