ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი თბილისიდან!

24 ნოემბერი, 2019

   გლდანის ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე აფხაზეთის ღია ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში (ჭაბუკთა შორის) მოხევე მოჭიდავეებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

  ბრინჯაოს მედალი შოთიკო ხულელიძემ მოიპოვა, ჩემპიონები კი რევაზ მარსაგიშვილი და ლაზარე გუჯარაიძე გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემპიონი თავისთვის ახალ წონაში ჭიდაობდა და მით უფრო დასაფასებელია მათი წარმატება.

   ლაზარე გუჯარაიძემ 38 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში, მიუხედავად პირველ წამებზე გაშვებული 4 ქულისა, აშკარა უპირატესობით 14-4 გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

  რევაზ მარსაგიშვილმა კი 41 კგ. წონით კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლაში, მოწინააღმდეგეს არ მისცა ქულის აღების საშუალება და აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე გაიმარჯვა ანგარიშით 10-0.

  შოთიკო ხულელიძემ 65 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ხულელიძე 0-6 მარცხდებოდა მეტოქესთან, მიუხედავად ამისა შეძლო შეხვედრის თავის სასარგებლოდ შემობრუნება და 6-6-ზე ბოლო აღებული ქულით გაიმარჯვა.

  ვულოცავთ მოჭიდავეებს და მწვრთნელებს დღევანდელ გამარჯვებებს და მომავალში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!

გააზიარე