ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია

23 ივლისი, 2019

მოსახლეობის საყურადღებოდ!

   შეგახსენბთ, რომ ხვალ, 23 ივლისს თვალის მიკროქირურგიის - ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ გთავაზობთ ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას.

   აქციის მიზანია მოხდეს კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.

  მიიღებიან პაციენტები 55 წლის ზემოთ.

  მსურველებს, გთხოვთ მობრძანდეთ სამშაბათს, 23 ივლისს  ყაზბეგის სამედიცინო ცენტრის ნაცვლად დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში   11 –დან   13 საათამდე.

  თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  გისურვებთ ჯანმრთელობას!

  დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით :

  •   568 08 88 77
  •   597 04 13 04
გააზიარე