მხარის რწმუნებული ყაზბეგის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

12 April, 2019

  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და მის მოადგილეებთან თამაზ ალიბეგაშვილთან და დავით ქირიკაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

  მხარის რწმუნებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან და სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსთან მეუფე იეგუდიელთან ერთად, გიმნაზია დაათვალიერა და მოსწავლეებს პირადად გაესაუბრა.

  მოინახულეს დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლასთან შერწყმული გერგეტის დაწყებითი სკოლა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან არსებული სამხატვრო სტუდია, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ძერწვის, ხეზე და ქვაზე კვეთის გაკვეთილები უტარდებათ.

  გაეცნენ სოფელ არშაში რძის გადამამუშავებელი საწარმოს და სასაკლაოს სამშენებლო სამუშაოებსაც, აღნიშნულ სამუშაოებს ადგილობრივი ბენეფიციარი გუგუა მარსაგიშვილი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „აწარმოე საქართველოში“, „ერთიანი აგროპროექტის“, ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ სოფლის განვითარების პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ახორციელებს. მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საწარმოში, დღიურად, დაახლოებით 1 ტონა რძის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

  შეხვედრა ასევე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველოშიც, სადაც ყაზბეგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

#მცხეთამთიანეთი2019
#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე