მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები

28 ივნისი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი და მცხთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - შალვა კერესელიძე, მოადგილეებთან და შ.პ.ს "მშენ-ექსპერტი"-ს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

   აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ყანობის მიმართულებით სახიდე გადასასვლელის, სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის, ე.წ. კობათ უბნის გზის ნაპირსამაგრი, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები, რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობა N2-ს დაბა სტეფანწმინდაში.

   ასევე მოინახულეს სოფელ ფანშეტის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაო, რომელსაც გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის ყაზბეგის ფილიალი ახორციელებს.

   ობიექტების დათვალიერების შემდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს მუნიციპალიტეტში 2019 წელს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები.

   კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს გამოწვევებზე.

   ალექსანდრე ზაგაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელებისას სამშენებლო კომპანიების მიმართ მთავარი მოთხოვნაა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება.

   შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

   ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები ხარისხიანად შესრულდეს.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

გააზიარე