მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

4 ივლისი, 2019

   დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, მოადგილეებთან და შ.პ.ს "მშენ-ექსპერტი"-ს წარმომადგენლებთან ერთად, დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ არშასა და სოფელ სიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

  აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 991 923 ლარი.

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება: მიმდინარეობს საგზაო, ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად რეაბილიტაცია უტარდება ადმინისტრაციულ შენობა N2-ს დაბა სტეფანწმინდაში, შენდება სახიდე გადასასვლელი სოფელი ყანობის მიმართულებით, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რეაბილიტირდება სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდი.

   დღესვე, ყაზბეგის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ სამშენებლო სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

  შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე.

   ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

იხილეთ ბმული 

გააზიარე