მერიის სამუშო შეხვედრა

18 მარტი, 2019

  დღეს, 18 მარტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის პირველი მოადგილე-თამაზ ალიბეგაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

  სამუშაო შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ დეტალებზე, მიმდინარე საპროექტო სამუშოების მსვლელობაზე, ბიუჯეტის დაზუსტების საკითხზე, 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

   მერის გადაწყვეტილებით მიმდინარე კვირას, 19 მარტიდან ყოველდღიურად დაიგეგმა სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანია ორმხრივი კომუნიკაციის გზით საჭიროებებისა და პრობლემური საკითხების განხილვა.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე