მერიის სამუშაო შეხვედრა

25 მარტი, 2019

   დღეს, 25 მარტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის პირველი მოადგილე-თამაზ ალიბეგაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

    სამუშაო შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა - გასულ კვირას სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე წამოჭრილ პრობლემებსა და საჭიროებებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ დეტალებზე, მიმდინარე საპროექტო სამუშოების მსვლელობაზე, 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე