მერიის სამუშაო შეხვედრა

10 დეკემბერი, 2018

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
 

  სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს გარდამავალი და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, 2019 წლის ინფრასტრუქტურული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტების შესყიდვის მიმდინარეობა, საკრებულოში წარსადგენი ბიუჯეტის და სხვადასხვა  საკითხების მოსამზადებელი სამუშაოები, 2018 წლის ბოლოს მერიაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები,  საახალწლო ღონისძიებების დაგეგმა,  გრაფიკი  და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2018

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე