მერიის სამუშაო შეხვედრა

2 სექტემბერი, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა : ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საპროექტო სამუშოების მსვლელობაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე, სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

  შეხვედრაზე იმსჯელეს სოფლებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.

  ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე