მერიის სამუშაო შეხვედრა

15 April, 2019

  დღეს, 15 აპრილს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

   შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

   განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა - ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციებზე, 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე, საპროექტო სამუშოების მსვლელობაზე, სოფლებში არსებულ პრობლემებზე, სოციალურ საკითხებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე