მერიის სამუშაო შეხვედრა

1 April, 2019

  დღეს, 01 აპრილს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის  მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

  სამუშაო შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ დეტალებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტების საპროექტო დოკუმენტაციებზე, 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიმდინარე საპროექტო სამუშოების მსვლელობაზე,  სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე წამოჭრილ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე