მერი
ალექსანდრე ზაგაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ: 555 232 023
ელ-ფოსტა: zagashvili@gmail.com
განათლება:
- 2002 წელს დაამთავრა ქ .თბილისის 53-ე საშუალო სკოლა;
- 2004 წელს დაამთავრა ნატიფი ხელოვნების კოლეჯი;
- 2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი;
- 2008-2010 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა - ნაგებობათა არქიტექტურის მაგისტრატურა;
სამუშაო გამოცდილება:
- 2008-2011 წლებში მუშაობდა შ.პ.ს ArchMaster-ში ინჟინერ-არქიტექტორად;
- 2008 წელს დაბა სტეფანწმინდაში იყო ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროექტის არქიტექტორი;
- 2010-2011 წლებში იყო შპს CEM-ის ინჟინერ-არქიტექტორი;
- 2011-2012 წლებში იყო ქ. გორის რეაბილიტაციის პროგრამის ინჟინერ-არქიტექტორი;
- 2012-2013 წლებში მონაწილეობდა დაბა გუდაურის რეაბილიტაციის პროგრამაში, იყო შპს Zsassociation-ის დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი;
- 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელად;
- 2016-2017 წლებში იყო Heineken-ის ქარხნის (მცხეთის რაიონი, სოფელი წილკანი) პროექტის ავტორი და სამშენებლო ზედამხედველობის წარმოების ხემძღვანელი LTD „ZVU strojirny/CAMARA TC;
- არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტურისტული და ზამთრის სპორტული სახეობების ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების განვითარების კონცეფციის გეგმის ავტორი;
- 2017 წლიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;