მედიკამენტებით უზრუნველყოფა

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება N3-ის (28.02.2019) თანახმად  მედიკამენტებით დახმარება გაეწევა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდე  ), პენსიონერებსა და ქრონიკულად დაავადებულებებს;

  •   წლიური ლიმიტი (წლის განმავლობაში ეტაპობრივად)  ბენეფიციარს განესაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ექიმის დანიშნულება (მედიკამენტების სახეობა);

ე)  აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;

ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.

ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა

თ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრეაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სრული სოციალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში:

გააზიარე