მდგრადი ენერგეტიკის დღე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

28 ივნისი, 2019

   დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ევროპის ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა.

   ღონისძიებაზე მოხალისე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ინდივიდუალური და ჯგუფური პრეზენტაციები ენერგოეფექტურობის თემაზე.

  გამოიფინა სამხატვრო-სახელოსნო სკოლა-სტუდია „შემოქმედნი“-ს მოსწავლეების ნამუშევრები.

   ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „ენძელები“ - ნატო ფირანიშვილის ხელმძღვანელობით და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი- თამარ გოგოჭურის ხელმძღვანელობით.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაბა სტეფანწმინდის დამატებითი სასწავლო კორპუსის წარმომადგენლები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და სხვა სტუმრები.

  საუკეთესო მომხსენებლად ჟიურიმ დაასახელა - სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაბა სტეფანწმინდის ფილიალის მოსწავლე- ოლიკო გუჯარაიძე.

  საუკეთესო მხატვრებად დასახელდნენ მაირამ სუჯაშვილი და მარიამ ბერიძე.

  მონაწილეებს ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ მადლობის სიგელები.

  ღონისძიების მსვლელობისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა ქალბატონ ნატო ფირანიშვილს და ბავშვთა ვოკალურ ანსამბლს - „ენძელები“ მადლობა გადაუხადა წარმატებული მოღვაწეობისათვის და საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსზე ლაურეატის წოდებისა და აკადემიური საგუნდო სიმღერის კატეგორიაში მეორე ადგილის დაკავებისათვის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით, დიპლომები გადასცა.

  მდგრადი ენერგეტიკის დღე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ენერგოეფექტურობის ცენტრის მხარდაჭერითა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით გაიმართა, რისთვისაც თითოეულ მონაწილეს მადლობას ვუხდით.

  ასევე აქტიური ჩართულობისათვის მადლობას ვუხდით „შემოქმედნი“-ს ხელმძღვანელს- ქალბატონ ლონდა მაისურაძეს.

  მონაწილე პრეზენტატორებს და მხატვრებს მერია მოუწყობს ტურს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ელექტრო ავტობუსით.

  ენერგოეფექტურობა ჩვენი არჩევანია !

#იყავიენერგოეფექტური

#ენერგოეფექტურიყაზბეგი

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

იხილეთ ბმული

გააზიარე