მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 132-კმ135 მონაკვეთზე გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

11 თებერვალი, 2019

   მიმდინარე წლის  11 თებერვალს 14 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  გაიმართება შეხვედრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 132-კმ135 მონაკვეთზე გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების და მის მიმდებარედ მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები“-ს პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის თაობაზე.

   საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები დამატებით შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.

  ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს“ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის  მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე