მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 3 სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

6 ნოემბერი, 2019

  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 3 სახიდე გადასასვლელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა


  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
  აღნიშნულ გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტრადა კიდევ 2 ხიდს: მდინარე ქისტურაზე არსებულ ხიდს, რომლის ღირებულება 795 000 ლარია და მდინარე თერგზე არსებულ ხიდს, სადაც სამუშაოების ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს
  სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა

  იხილეთ ვრცლად: http://gov.ge/s/19a3f

გააზიარე