მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს

14 ოქტომბერი, 2018

     მოსახლეობის საყურადღებოდ !

   სამშაბათს, 16 ოქტომბერს 13:00 სთ–ზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

    ღონისძიება მიზნად ისახავს: სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, არსებული პრაქტიკის გაზიარებას სამართლებრივი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის კუთხით.

   შეხვედრის ძირითადი თემატიკა იქნება: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა სამართლებრივი საკითხები.

   დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ და დაესწროთ შეხვედრას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე