მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

    მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: მერიის, მერიის სამსახურებისა და წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას,  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას,  საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას,  მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგებას, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების მიერ ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას,  მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას,  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

განყოფილება ექვემდებარება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.

განყოფილების ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ სამსახურის დებულებაში

 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილების უფროსი

ლელა წამალაიძე

საკონტაქტო ინფორმაცია

მობ: 591 18 01 55

 
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
  • ნატა ჩიბაშვილი - მობ: 595 90 25 31

 

გააზიარე