“ლექსო, არ დაიკარგები”

26 ნოემბერი, 2019

  მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო - “ლექსო, არ დაიკარგები” - გაიმართა, რომელსაც ფოლკლორისტები: ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ.

  საიუბილეო საღამოს მონაწილეებს შორის იყვნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და მოხევე პოეტი თენგო ავსაჯანიშვილი.

  მსმენელის წინაშე წარდგნენ ძველი და დღემდე უცნობი მელექსეები, იუმორის დიდოსტატები, მომღერლები, მოცეკვავეები.

  1979 წლის 14 აპრილიდან, ხალხური პოეზიის პირველი საღამოდან, 40 წელი გავიდა.

 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა ხალხური პოეზიის საღამოები სათაურით - „ლექსო არ დაიკარგები“.

   ფოტოებისათვის მადლობას ვუხდით - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს.

გააზიარე