კუტურულ-საგანამანათლებო ფესტივალი „მომავლისათვის“

25 ივნისი, 2019

  ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისთვის კუტურულ-საგანამანათლებო ფესტივალი „მომავლისათვის“ ჩატარდა.

  სამ დღიან შემოქმედებით ფესტივალს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეუერთდნენ რეგიონულ კონკურსში გამარჯვებული მოხევე ახალგაზრდა შემოქმედები.

  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და მხატვრებთან, ჩატარდა მასტერკლასები, პრაქტიკული სამუშაოები, ახალგაზრდებმა შექმნეს ლიტერატურული ნაწარმოებები და მხატვრული ტილოები.

  დასკვნით ნაწილში ფესტივალის ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს ყველა მონაწილე. მათ გადაეცათ სერთიფიკატები. გამოვლინდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი.

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან ორი მხატვარი ფესტივალის საუკეთესო სამეულში დასახელდა.

  ფესტივალის მიზანია აღმოაჩინოს, ხელი შეუწყოს და მისცეს შემოქმედებითი ასპარეზი ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანებს, ასევე გააძლიეროს მუზეუმის როლი ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების პროცესში.

  ფესტივალი სახელწოდებით - „მომავლისათვის“ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილიას ფონდის“ ინიციატივით დაარსდა.

  #მომავლისათვის - ფესტივალი, რომელიც გვაერთიანებს

  #სიცოცხლითასავსეილიასმუზეუმი

  ფოტოებისათვის მადლობას ვუხდით ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექციას.

გააზიარე