„კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი-2018“

29 სექტემბერი, 2018

   29 სექტემბერს, 14 საათზე, „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი-2018“-ის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ყაზბეგის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის უშუალო მონაწილეობით კულტურის ცენტრში ( მის: ყაზბეგი-დაბა სტეფანწმინდა. ალ. ყაზბეგის ქუჩა N24) გაიმართება ფოლკლორული საღამო, სადაც წარმოდგენილი იქნება ხეზე კვეთის უძველესი ჩუქურთმების ნიმუშების, ქვის ქანდაკებებისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
     ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: 

  •  ქალთა ანსამბლი „დიდებაი“
  •   ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“
  •   ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“.

   ევროკომისიის ინიციატივით და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა, რასაც საქართველო ოფიციალურად შეუერთდა და აღნიშნავს 29-30 სექტემბერს.

#EuropeForCulture #GeorgiaForCulture #KazbegiForCulture
#კულტურულიმემკვიდრეობისევროპულიწელი 
#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2018

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე