ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

1 May, 2019

    2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის წამყავანი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების მნიშვნელოვანი წილით თანაგადახდას.

  პროგრამა მოიცავს 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო, 35 დასახელების ყველაზე ხშირად  მოხმარებად მედიკამენტს. (დაავადებების და მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ დანართის სახით)

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით სარგებლობა ბენეფიციარებს შეუძლია დაბა სტეფანწმინდაში არსებულ „სახალხო აფთიაქში“.

   სახელმწიფო პროგრამის მიზანია გაიზარდოს ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და მოსახლეობამ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ფინანსური ბარიერების გარეშე.

   პროგრამა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სამართლებრივი დოკუმენტები  იხილეთ ბმულზე  .

გააზიარე