კონკურსი „ახალგაზრდა ხელოვანი“

23 May, 2019

ჩაერთეთ კონკურსში -  ახალგაზრდა ხელოვანი

   პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალის” ფარგლებში 2019 წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდა ხელოვანი“, რომლის ძირითადი მიზნებია ახალგაზრდა ხელოვანი ადამიანების წარმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობა.

   კონკურსი არის დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის, რომელთა ასაკობრივი ჯგუფია 14-18 წელი.

   კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას. კონკურსის შერჩევის ეტაპები შემდეგნაირად გამოიყურება:

   პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ დონეზე შეირჩევა 5 მხატვარი და 6 მწერალი, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან რეგიონულ ეტაპზე.

   მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ეტაპი 30 მაის გაიმართება ქალაქ მცხეთაში.

   მეორე ეტაპზე, ჟიური რეგიონულ გამარჯვებულებს ადგილზე შეარჩევს. თითო რეგიონიდან 5 მხატვარი და 6 ახალგაზრდა მწერალი (60 მხატვარი და 72 მწერალი).

   მესამე ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაემგზავრებიან „მომავლის ბანაკში“ შაორზე, სადაც ფინალისტები გაივლიან 5 დღიან მასტერკლასს და პროფესიონალი ჟიურისა და კონსულტანტების დახმარებით შექმნიან ნახატებს (წელიწადის 12 თვის თემატიკაზე) და დაწერენ მოთხრობებს.

   ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის საჩუქრებით.

   პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს საფინალო ეტაპზე საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კომპეტენტური კონსულტანტების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებსა და ვორქშოფებში. ორივე კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

   მეოთხე ეტაპზე, ფინალისტების ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესოები და დაიბეჭდება წიგნისა და კალენდრის სახით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი დაიბეჭდება ბრაილის შრიფტითაც.

   მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის მეშვეობით. ფინალურ ეტაპზე კონკურსის შედეგად შეირჩევა 132 ფინალისტი, რომლებიც გაემგზავრებიან შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „მომავლის ბანაკში“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე