კობი

                             კობის ადმინისტრაციული ერთეული  

კობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დაბა/სოფელი: კობი, უხათი, ალმასიანი, ნოგყაუ, ოქროყანა, შევარდენი, მნა, აბანო, კეთრისი, ტეფი, გიმარა, ცოცოლთა, ბურმასიგი, კარათსოფელი, დესი, სუატისი, რესი, ქვემო ოქროყანა.  

 

    მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

  გივი ჩქარეული

  მობ: 595 24 03 34

 

მერის წარმომადგენელი დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციების მიღებას და სათანადო დამუშავების შემდეგ მერისთვის წარდგენას;

ბ) მერისთვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;

გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

დ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას;

ე) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

ვ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის,აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

 

 

გააზიარე