კამარა ჰესის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

5 თებერვალი, 2021

 მოსახლეობის საყურადღებოდ!

  მიმდინარე წლის 19 თებერვალს 14 საათზე, მდინარე თერგის ხეობაში, 23.556 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (კამარა ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

  საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

https://mepameet.webex.com/mepameet/j.php...

  •  შეხვედრის კოდი: 123456789
  •  შეხვედრის ნომერი: 181 236 6599

  ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

  საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით. (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება).

    დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 25 თებერვლამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

   დამატებითი ინფორმაცია, ასევე კამარა ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების პროექტის სკოპინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე - http://kazbegi.gov.ge/.../skopingis-angarishis-sajaro...

 

შეიძლება იყოს შენობის გარეთ და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე