ინფრასტრუქტურული განვითარება

     უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი პირობებით:
 

  • შემოთავაზებული პროფილის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა
  • საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ქ, თბილისში - შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის
  • პროგრამის ბენეფიციარის სტატუსის მოსაპოვებლად, მეწარმე სუბიექტი წარადგენს შესაბამის განაცხადს და საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტია, რომლის ვადა განისაზღვრება 30 (ოცდაათი) თვით.

იხილეთ ბმული

გააზიარე