„გრინვეის“ მობილური სადგური ყაზბეგში

27 May, 2019

„გრინვეის“ მობილური სადგურები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას აგრძელებს

  მიმდინარე წლის 27 მაისიდან 16 ივნისამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ადგილზე მიიღონ  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მომსახურება.

 „გრინვეი საქართველო“  ფლობს სამ მობილურ სადგურს, რომელიც პერიოდილად იცვლის დისლოკაციის ადგილს. ამჯერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და   სს "გრინვეი საქართველო"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  „გრინვეის“ ერთი მობილური სადგური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში 27 მაისიდან 16 ივნისამდე განთავსდა.

  „გრინვეის“ მობილური სადგურები უნივერსალურია, რაც გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობით პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული ყველა კატეგორიის ავტოსატრასპორტო საშუალების გატარების შესაძლებლობას.

  დამატებითი კითვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით სს „გრინვეი“-ს ცხელ ხაზზე - 032 2997777

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე