გერგეტობა 2021

16 ივლისი, 2021

16 ივლისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად გერგეტობის დღესასწაული აღინიშნება!

ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და მოადგილე დავით ქირიკაშვილთან ერთად გერგეტის სამების ტაძარი მოილოცა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაში წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ ტრადიციად ქცეულ დღესასწაულს სრულიად საქართველო ზეიმობს.

გილოცავთ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე