გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

4 ივნისი, 2018

  მოსახლეობის საყურადღებოდ!

     მიმდინარე წლის, 08 ივნისს 15 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში, სკოლის შენობაში, გაიმართება, სნო–ჯუთა–როშკა– შატილი–ომალო–ხადორისხეობა–ბაწარა–ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა–რეკონსტრუქციის “ჯუთა +3,9 კმ - მიერთება 01 მონაკვეთის” პროექტის გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

    დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 11 ივნისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის ქ. N6; ელ. ფოსტა: moa@mepa.gov.ge
სკოპინგის ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის ქ. N6

გააზიარე