გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე!

7 აგვისტო, 2019

  გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე!

  ოთხშაბათს, 07 აგვისტოს 11 საათიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის სასაზღვრო პოლიციაში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული შ.პ.ს „სისხლის ბანკი“ სისხლის უანგარო დონორთა აქციას გამართავს.

  სისხლის კომპონენტების გადასხმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო ხდება სისტემატიურად, ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში.

  სისხლი შეიძლება ბავშვის განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა აღმოჩნდეს, რომლის გარანტიც თქვენ უანგარო დონორი ხართ!

  ყველა დონორს, უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი ანალიზები : სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, C და B ჰეპატიტი, აივ ინფექცია და სიფილისი.

#აჩუქეთსიცოცხლე!

გააზიარე