"ენძელები"-ს წარმატება

22 May, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ ბავშვთა საესტრადო ანსამბლ "ენძელებს", ნატო ფირანიშვილის ხელმძღვანელობით, 
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლქტივების V ეროვნული კონკურსის ლაურეატის წოდება მიენიჭა და აკადემიური საგუნდო სიმღერის კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავეს.

  კონკურსი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა.

  ვულოცავთ ქალბატონ ნატოს და "ენძელებს".

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე