ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ყაზბეგში

24 April, 2019

  მოსახლეობის საყურადღებოდ!

   24 აპრილს , თვალის მიკროქირურგიის გია ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ გთავაზობთ ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციასა და საჭიროებისამებრ სათვალის შერჩევას დაბა სტეფანწმინდაში.

  კონსულტაციის მიზანია მოხდეს კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.

  მსურველები, გთხოვთ  მობრძანდეთ ოთხშაბათს, 24 აპრილს ყაზბეგის საავადმყოფოს შენობაში 12 –დან   15   საათამდე.

 თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 გისურვებთ ჯანმრთელობას!

 დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით :

  • 568 08 88 77
  • 0370 27 28 53

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                 

გააზიარე