ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია დაბა სტეფანწმინდაში

28 May, 2021

მოსახლეობის საყურადღებოდ!

 მიმდინარე წლის 1 ივნისს თვალის მიკროქირურგიის - ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, ყაზბეგის მერიის მხარდაჭერით, გთავაზობთ ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას დაბა სტეფანწმინდაში.

 აქციის მიზანია კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.

 მსურველებს, გთხოვთ მობრძანდეთ სამშაბათს, 1 ივნისს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, დავით აღმაშენებლის ქუჩა N 36, 11 -დან 13 საათამდე.

 თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პირბადე.

 კონსულტაციისას დაცული იქნება COVID 19 -თან დაკავშირებულ სანიტარულ რეგულაციები.

 გისურვებთ ჯანმრთელობას!

 დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით :

 597 04 13 04

 

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე